вторник, 6 февраля 2018 г.

…ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / ...From an old album _ მორიგი ფრაგმენტები...



...და რადგან, შესაძლოა, ისინი ძველი ალბომის სამუდამო ტყვეებად იქცნენ, გადავწყვიტე, ფოტოების საოჯახო კოლექცია, დროდადრო, ინტერნეტში  განვათავსო; იქნებ, ვინმემ, მივიწყებულ თავისიანს მოჰკრას თვალი და კეთილად, ლოცვით გაიხსენოს… იხ. დასაწყისი _…ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / From an old album





*

პირველ რიგში ”მსხდომთა” შორის, მარცხნიდან მეორე
ანიკო (ანეტა) ოტიას ასული კვირკველია
*
ფოტოზე მინაწერი _
*
ნიტიფო ოტიას ძე კვირკველია, მაჩხვარეთიდან, გურიის მხარე _ ფორმის ქუდის გარეშე, წამოწოლილი, მარჯვნიდან პირველი
(დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში)
*
მიხეილ ოტიას ძე კვირკველია (სოფელი მაჩხვარეთი, გურიის მხარე) ერთერთი პირველი მფრინავი საქართველოში
იხილეთ _ ცაში ჩაკარგული ოცნებები… In the sky the lost dream...
***
----

суббота, 2 марта 2013 г.

…ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / ...From an old album



ფოტოსურათების ალბომი, იმავე ბამბუკის თაროედის ”ბინადარი” გახლდათ, რომელიც, ძირითადად წიგნებისა და ფირფიტებისთვის იყო განკუთვნილი. (იხილეთ _ფირფიტების სევდა)
ბავშვობაში, ალბომის გვერდებზე ჩარიგებულ ფოტოებს, ინტერესით ვათვალერებდი, განსაკუთრებით იმათ, რომლებსაც იდუმალი სიძველის სურნელი დაჰკრავდათ. ზოგზე, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ გამოსახულები. გულდაგულ ვცდილობდი, რომელიმე მათგანში ნაცნობი ამომეცნო. მაგრად, ამაოდ. თუმც, რამდენიმე მათგანის გარეგნობა მკვეთრად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. იმ ძველი ფოტოებიდან, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი დაიკარგა, ზოგიც დაზიანდა…
წინათ, ამგვარი ალბომები, ოჯახთა მეხსიერების შთამბეჭდავ წყაროს წარმოადგენდა. სხვა თუ არაფერი, სტუმრებს, სუფრის გაშლამდე, გართობის, ცნობისმოყვარეობის აღძვრისა თუ დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ალბომს თავაზობდნენ… (სტუმრიანობა კი, ვენს ოჯახში ხშირი იყო და ჩემებიც, გამორჩეული მასპინძლობით გამოირჩეოდნენ...) გვერდების ”ჩარჩოებში” აკურატულად დავანებული ფოტოების თვალერება, ერთგვარი, საყოფაცხოვრებო რიტუალი გახლდათ, რასაც , შესაბამისი ემოციებიც სდევდა თან.
ახლა, მათთდამი ინტერესი, თითქმის მილევადია, (შიგადაშიგ, მე თუ გადავათვალიერებ და ეგაა…)  და რადგან, შესაძლოა, ისინი ძველი ალბომის სამუდამო ტყვეებად იქცნენ, გადავწყვიტე, ფოტოების საოჯახო კოლექცია, დროდადრო, ინტერნეტში  განვათავსო; იქნებ, ვინმემ, მივიწყებულ თავისიანს მოჰკრას თვალი და კეთილად, ლოცვით გაიხსენოს…
 *
----



თედორე როსტომის ძე გოგეშვილი _ ასპირო გიტოს ასული წილოსანი
*

ავთანდილ თედორესძე გოგეშვილი
ნეტა (ანიკო) ოტიას ასული კვირკველია
მაკარი თედორეს ძე გოგეშვილი
*

არსენ ლევანის ძე გოგეშვილი
*
მაკარი გოგეშვილი, ვერა წილოსანი _ ნადია იმნაიშვილი, იონა გოგეშვილი

*
*
*
 *
*
*
*
*


***


გაგრძელება…ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / ...From...
***